ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები კომპანია Postalon-თან შპს „ბექსტექსის“ შეძენასთან დაკავშირებით და 2017 წლის 15 მაისიდან განხორციელდება სერვისების გაერთიანება, რაც გულისხობს, რომ სამომავლოდ თქვენ მოგემსახურებათ კომპანია ფოსტალონი.

გაითვალისწინეთ, კომპანია Postalon-ის ვებ გვერდზეე - postalon.com თქვენი „მომხმარების სახელი“ და „პაროლი“ უცვლელია, შეიცვალა მხოლოდ ოთახის ნომერი

სერვისების ახალი პირობებია:
• საწყობის შეცვლილი მისამართები ამერიკაში, გერმანიასა და ჩინეთში;
• ტრანსპორტირების შემცირებული ტარიფები;
• ამანათები მხოლოდ რეალური წონით, არავითარი მოცულობა;
• კვირაში რამოდენიმე რეისი;
• უფასო საკურიერო მომსახურება;
• Android და iOS მოქნილი მობილური აპლიკაციები;
• უფასო ონლაინ კონსულტაციები;
• ფოსტალიონის გამოძახების სერვისი და სხვა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბესტექსის ძველი მისამართი იმუშავებს 2017 წლის 15 ივნისამდე და აღნიშნულ პერიოდამდე მისული ამანათები გამოიგზავნება კვირაში ერთი რეისით. 15 ივნისის შემდეგ მისული ამანათები ძველი საწყობიდან აღარ გამოიგზავნება, ამიტომ გთხოვთ დროულად ჩაასწოროთ თქვენი ახალი მისამართის მონაცემები ონლაინ მაღაზიებში.

აღიშნული ინფორმაცია მოცემულია ფოსტალონის ვებ გვერდის თქვენს ექაუნთზე.

ასევე შეიცვლება ბესტექსის საწყობის მისამართი თბილისში და გთხოვთ დროულად გაიტანოთ თქვენი ნივთები საწყობიდან, 15 ივნისის შემდეგ საწყობი აღარ იფუნქციონირებს.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის.

საინფორმაციო ფანჯრის დასახურად დააკლიკეთ სადმე
ჩვენი მისამართი ამერიკაში
logo
Full Name : სახელი გვარი
Address1: 171 EDGEMOOR Road.
Address2: BEX******
City: WILMINGTON
State: Delaware
Zip: 19809
Phone: 302-351-8293
რეისების განრიგი

ხ.დ.კ. (ხშირად დასმული კითხვები)

ხშირად დასმული კითხვები

 

  •  როგორ ხდება ამანათების გამოწერა და როგორ გამოვიყენოთ თქვენი ამერიკული საწყობი?



ამანათის გამოწერის დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ ბმულზე:

http://bestex.ge/files/file_8754382.pdf

ჩვენს საიტზე რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მოგენიჭება თქვენი პირადი საფოსტო მისამართი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ნებისმიერ ამერიკულ ონლაინმაღაზიაში. თქვენს მიერ შეძენილი ნივთები შემოვა ჩვენს საწყობში თქვენს სახელზე და გამოიგზავნება საქართველოში

პირადი მისამართის მაგალითი:

FULL NAME: სახელი გვარი
ADDRESS: 2955 LONE OAK CIR STE 8
ADDRESS2: BEX******( B ნომერი არის თქვენი პირადი ნომერი, საფოსტო ყუთი, რომელსაც აქვს 6 ციფრი. სისტემაში შესვლისას თქვენ დაინახავთ თვენსმისამართს სრულყოფილად)
CITY: EAGAN
STATE: Minnesota
ZIP CODE: 55121
PHONE: 651-305-2884

  • რამდენხანში ჩამოდის ამანათები ამერიკის საწყობიდან, საქართველოში?


ამანათების საშუალო ტრანსპორტირების ვადა ამანათის გამოგზავნის დღიდან შეადგენს 4-7 კალენდარულ დღეს.
 

  •  რა შემთხვევაში შეიძლება დაიგვიანოს ამანათებმა?


ამანათების დაგვიანების რამოდენიმე მიზეზი არსებობს:
1) ავიაკომპანიის რეისი განრიგისც ცვლილება
2) ცუდი ამინდი, რაც მოქმედებს რეისზე
3) ცუდი ამინდი აშშ-ში რაც აფერხებს სახმელეთო ტრანსპორტირებას, ამანათების საწყობიდან აეროპორტამდე
4) სადღესასწაულო უქმე დღეები აშშ-ში

  • გამომიგზავნით თუ არა ტვირთს იმ შემთხვევაშ თუ ვიმყოფები ამერიკაში?


თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენს საწყობში მიიტანოთ თქვენთვის სასურველი ნივთი და გამოაგზავნოთ საქართველოში ჩვენი საწყობიდან. ამისათვისსაჭიროა ნივთის გამოგმზავნმა მიუთითოს თქვენი მონაცემები (ბესტექსის მისამართი აშშ-ში) რაც მოგენიჭათ რეგისტრაციის დროს.
 

  •  როგორ ხდება ამანათის გადაფუთვა და რა ტიპის პროდუქციას ეხება ეს სერვისი?


ნებისმიერი ამანათი გადის პირველადი გადაფუთვის პროცედურას, რაც გულისხმობს ამანათის დიდი შიდა სახმელეთო გადაზიდვისთვის განკუთვნილი ყუთებიდან ამოღებას.

თუ პროდუქცია არის ელექტრო ტექნიკა, ან ადვილად მტვრევადი ნივთი მათი გამოგზავნა ხდება ქარხნული შეფუთვის შესაბამისად. თუ ამანათი არის ფეხსაცმელი, მისი გადაფუთვა ხდება მომხმარებლის არჩევნის შესაბამისად, ყუთით იგზავნება ან ცელოფნის პარკით. ტანსაცმელი იგზავნება ცელოფნის პარკებში გადაფუთული.

  • რა ჯდება ამანათის ტრანსპორტირება და როგორ ითვლით მის წონას?


ამანათის ტრანსპორტირება გამოიანგარიშება მისი მოცულობითი ან რეალური წონიდან გამომდინარე. 1 კილოგრამის ტრანსპორტირება შეადგენს 8 აშშ დოლარს.გადასახდელი თანხა ითვლება თქვენს მიერ გადახდის მომენტში დაფიქსირებული ს.ს „ბაზისბანკი“-ის დოლარის შეძენის კურსს დამატებული 0.001

მაგ: თუ ს.ს „ბაზისბანკი“-ის კურსი შეადგენს 1.92$ თქვენ მოგიწევთ გადახდა 1.92$+0,001=1.92$ კურსის შესაბამისად, 8$*1.92=15.36 ლარი

ამანათის წონა იანგარიშება ორ მეთოდით, მოცულობითი წონით, და ფიზიკური წონით.

ფიზიკური წონით ჩვენ ყოველთვის ვითვლით: ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ხელჩანთებს, მცირე ზომის აქსესუარებს, სამკაულებს

როდესაც ამანათი არ განეკუთვნება ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ხელჩანთებს, მცირე ზომის აქსესუარებს, და სამკაულების კატეგორიას, მაშინ ამანათის წონა ითვლება მოცულობით ან ფიზიკური წონით, იქიდან გამომდინარე თუ რომელი წონა უფრო მეტი იქნება

 

  •  როგორ ითვლება მოცულობითი წონა?


თქვენი შეიძლება შეიძინოთ პროდუქცია ისეთი როგრიც არის მაგალითად ჩიტის გალია, რომლის ფიზიკური წონა შესაძლებელია იყოს 1 კილოგრამი, მაგრამ გალიის ზომები გაცილებით დიდი იქნება, ვინაიდან აქვს ცარიელი შიგთავსი და არის გაბარიტულად დიდი. აქედან გამომდინარე დაითვლება გალიის ზომები, სიგრძე, სიგანე და სიმაღლე.

მაგალითად: თუ გალიის სიგრძე არის 15სმ, სიგანე 25სმ, და სიმაღლე 50სმ, წონა დაითვლება ასე 15სმ*25სმ*50სმ=18750/6000= 3.13კგ

გადასახდელი წონა გამოგივათ 3.13კგ ნაცვლად 1 კილოგრამისა.
 



(6000 ექვსიათასი არის ავიაგადაზიდვებში მოცულობის გამომთვლელი რიცხვი, რაზეც უნდა გაიყოს სიგრძის ერთეულების ნამრავლის ჯამი)
 

  •  როგორ გადავიხადო ამანათის ტრანსპორტირების საფასური?


ამანათის ტრანსპორტირების დავალიანების დაფარვის მეთოდები:

1) ტრანსპორტირების საფასური გადახდა ბანკებში
2) ტრანსპორტირების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებში:
3) ტრანსპორტირების დავალიანების დაფარვა ბანკიდან გადმორიცხვით.
4) დავალიანების დაფარვა ბესტექსის ოფისში

ტრანსპორტირების საფასურის გადახდა ბანკებში

როდესაც თქვენი ამანათი იგზავნება აშშ-დან, თქვენ მოგივათ მეილზე შეტყობინება ინვოისის სახით.
მაგ:
თქვენი ამანათი ჩამოფრინდა საქართველოში
ამანათის გაცემის სავარაუდო თარიღი: 25.11.2011
ადრესატი: TEST TEST

Tracking #: TEST
წონა: 1.00
ფასი: 13.52
შიდა №: 8312068

აღნიშნული შეტყობინებიდან გამომდინარე თქვენ ხელთ გაქვთ ამანათის შიდა, ანუ უნიკალური ნომერი ამ შემთხვევაში 8312068. აღნიშნული ნომრით თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ თქვენი დავალიანება ბანკებში.

დავალიანების გადახდა შეგიძლიათ შემდეგ ბანკებში:

1) ბაზისბანკი
2) თიბისი ბანკი
3) რესპუბლიკა ბანკი
4) ქართუ ბანკი
5) ვითიბი ბანკი


ბანკში მისვლისას სავალდებულოა ამანათის უნიკალური ნომრის წარდგენა, რის მიხედვითაც ხდება დავალიანების დადგენა

ასევე თუ თქვენ ბრძანდებით ზემოთ ჩამოთვლილი ბანკების ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი შეგიძლიათ კომუნალური გადახდის სიებიდან გადაიხადოთ ბესტექსის დავალიანება.

ტრანსპორტირების საფასურის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატებში:

თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ ბესტექსის დავალიანება ნოვა-ფეის სწრაფი გადახდის აპარატებში, იგივე „ფეი ბოქსებში“ და ასევე თიბისი ფეის აპარატებში.

NOVA-ს აპარატებში გადახდა ხდება შიდა ანუ უნიკალური ნომრის მიხედვით.

თიბისი ფეის აპარატებში გადახდა შეგიძლიათ როგორც შიდა ნომრის მიხედვით, ასევე ბალანსის შევსება თქვენი პირადი B-ნომრის მიხედვით.

არ დაგავიწყდეთ! ბალანსის შევსება არ ნიშნავს იმას რომ ტრანსპორტირების საფასური გადახდილია. გადახდა კონკრეტულ ამანათზე უნდა მოახდინოთ თქვენით. ამანათის მართვის პანელიდან


ტრანსპორტირების დავალიანების დაფარვა ბანკიდან გადმორიცხვით.

ნებისმიერ მომხმარებელს ნებისმიერი ბანკიდან შეუძლია დავალიანება დაფაროს თანხის გადმორიცხვით, შემდეგ რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი: CBASGE22
მიმღები: შ.პ.ს. " ბესტექსი "
ანგარიშსწორების ანგარიში GE13BS0000000033736141

ყურადღება:
დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ ამანათის უნიკალური ანუ შიდა ნომერი.
თუ რამოდენიმე ამანათს დავალიანებას იხდით მიუთითეთ ყველას შიდა ნომერი.

დავალიანების დაფარვა ბესტექსის ოფისში

თქვენ შეგიძლიათ დავალიანება გადაიხადოთ ბარათით ადგილზე. მომსახურებაში ჩვენი ტერმინალი თქვენ არ გაჭრით არანაირ საკომისიოს.

გადახდა ხდება: VISA, MASTERCARD, AMEX-ის ბარათებით

დავალიანების დაფარვის სხვა მეთოდები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ www.mypay.ge-ის საიტი საიდანაც მოახდენთ დავალიანების დაფარვას.
 

  • როგორ გავიგო თუ რამენს იწონის ნივთი მის ყიდვამდე?


უმრავლესობა მაღაზიების უთითებს ყველა პროდუქციას მის წონას, მიახლოებით მაღაზიის მიერ მოწოდებული მონაცემებით ყოველთვის შეგიძლიათ წონის გამოთვლა, თუმცა დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებთ მას შემდეგ რაც ამანათები შევა ჩვენს საწყობში ამერიკაში.


 

  • ამერიკაში არსებულმა შიდა გადამზიდავმა (DHL/FEDEX/USPS/UPS) მიჩვენებს სხვა წონას თქვენს საწყობში კი სხვა წონა დაფიქსირდა რატომ?



სამწუხაროდ მაღაზიების მიერ გამოგზავნილი წონა ყოველთვის არ ასახავს რეალურს, ის შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენს მიერ აწონლი წონასთან მიმართებაში 300-400 გრამიანი მეტობით ან ნაკლებობით. მსგავსი შემთხვევა გამოწვეულია გამყიდვლების მიერ დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო.
 

  •  როდის მოაქვს კურიერს ამანათი?


უფასო საკურიერო მომსხურება ხორციელდება ყოველი კვირის პარასკევს დღეს

  • რომელ საათამდე მუშაობს ოფისი:


ოფისი მუშაობს ორშაბათიდან შაბათი დღის ჩათვლით. ორშაბათიდან პარასკევამდე ოფისი მუშაობს 11 დან 19:00 საათამდე შაბათს, 11 დანმ 15 საათამდე
 

  •  ჩემი ამანათი მივიდა ამერიკაში ბესტექსის საწყობში მაგრამ არ ჩანს ჩემს ამანათების პანელში რატომ?


თუ თქვენი ამანათი არ აისახე მისვლის დღეს მაშინ შეიძლება იყოს რამოდენიმე სახის პრობლემა:

1) მომხმარებელმა არასწორად მიუთითა სახელი გვარი
2) მომხმარებელმა არასწორად მიუთითა B (პირადი საფოსტო ყუთის ნომერი) ნომერი
3) გამყიდველმა არასწორად მიუთითა B (პირადი საფოსტო ყუთის ნომერი) ნომერი
4) ამანათი საერთოდ არ მისულა ჩვენამდე
5) ამანათი შეიცავს აკრძალულ ნივთს

  • ვერ გავიგე როდის შევიდა ჩემი ამანათი საწყობში, როდის გამოფრინდა, და როდის ჩამოვა, როგორ გავიგო?


ამანათების შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მოდის მეილის საშუალებით ყველა ეტაპზე:
1) შემოვიდა საწყობში
2) თქვენი ამანათი მზადდება გამოსაგზავნად
3) თქვენი ამანათი გამოიგზავნა (თან ახალვს ჩამოსვლის სავარაუდთო თარიღი)
4) თქვენი ამანათი ჩამოვიდა (თან ახლავს გაცემის დღე)
5) თქვენი ამანათის გაცემა დაწყებულია (თან ახლავს გაცემის დაწყების დრო)
6) ამანათ გადაეცა ადრესატს

  •  როგორ გავიგო მივიდა თუ არა ამანთი თქვენს საწყობში?


ამანათის მოსვლა ყოველთვის შეგიძლიათ გააკონტროლოთ გზავნილის ნომრის მიხედვით რომელსაც გაძლევთ გამყიდველი ამანათის გამოგზავნის დროს.
გზავნილის ნომრის მაგალითები მათი ამერიკული გადამზიდავების მიხედვით:
1) UPS: 1Z4640821279110881
2) USPS: 420112239102999999340019454251
3) FEDEX: 9612019964213115001445
ამანათების გაკონტროლება ყოველთვის შეგიძლიათ ამ საიტზე ძებნით http://www.packagetrackr.com/ ეს არის უნივერსალური გზავნილების საძებნი სისტემა.

  • რგორო მუშაობს ამანათის დაზღვევა და როგორ დავაზღვიო ნივთი?



ამანათების დაზღვევით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამანათის ამერიკიდან გამოგზავნმადე, და შესაბამის ღილაკზე დაჭერით გააქტიუროთ აღნიშნული ფუნქცია. მას შემდეგ რაც ამანათი შევა საწყობში და თქვენ მოახდენთ მის დეკლარირებას, თქვენი ამანათის გასწვრივ გამოჩნდება დაზვევის ლოგო




დაღზვევის მომსახურება შეადგენს მომხმარებლის მიერ დეკლარირებული პროდუქციის ღირებულების 10%-ეს. ასევე თანხას ემატევა დღგ.

მაგალითად: თუ თქვენ პროდუქტი დაადეკლარირეთ 100$-ად, დაზღვევის თანხა იქნება 100$*10%=10$ ამ თანხას ასევე ემატება დღგ (18%)რაც ჯამში იქნება 100$*10%=10$+18%=11.8$

დაზღვევის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრება 4000$ აშშ დოლარით, 4000$ დოლარის ზევით ღირებულების პროდუქციაზე დაზღვევა არ კეთდება და შ.პ.ს „ბესტექსი“ არ მოახდენს მსგავსი ღირებულების პროდუქციის დაზღვევას.

გაცნობებთ, თუ ნივთი დაზღვეული არ არის, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მისი დაკარგვის შემთხვევაში.

 

  • რატომ უნდა დავადეკლარირო ამანათი?


საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ იმოპრტირებული საფოსტსო გზავნილის ღირებულება მეტია 300 ლარზე ან 30 კილოგრამზე, მას უწევს განბაჟება

ამანათის დეკლარირება სავალდებულოა ვინაიდან საქართველოში შემოსვლის დროს ყველა ნივთი გადის საბაჟო პროცედურას (შემოწმებას) Anchorმისი ფასის დადგენის მიზნით. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ საბაჟოზე გაუგებრობა და დამატებით არ დაყოვნდეს ამანათის მიღება, დროულად უნდა მოახდინოთ ამანათის დეკლარირება საქართველოში ჩამოსვლამდე.

გთხოვთ იხილოთ დეკლარირების დეტალური ინსტრუქცია:

http://bestex.ge/files/file_4835032.pdf

  • რა სახის ნივთების გამოგზავნა არ შეიძლება საჰაერო ტრანსპორტით, ან როგორ გავიგო შეიძლება თუ არა?


აშშ-დან საჰაერო ხომალდით აკრძალულია შემდეგი სახის პროდქციის ტრანსპორტირება:
 

  1. აეროზოლი, პულივიზატორი
  2. ალკოჰოლი
  3. ცხოველები
  4. აკუმულიატორები (დამცავი შეფუთვის გარეშე, აალებადი, სითხის შემცველი)
  5. სანთებელა (გაჟღენთილი საპოხი მასალით)
  6. ნაღდი ფული, მონეტები, და მსგავსი პროდუქცია
  7. ბეწვი, ტყავი, ან სხვა ცხოველის ნაწილისგან დამზადებული ტანსაცმელი
  8. სუნამოები
  9. მალფუჭებადი პროდუქცია
  10. ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა მსგავსი პროდუქცია
  11. მცენარეები
  12. პორნოგრაფიული მასალა (ნებისმიერი სახის, გარდა სექს სათამაშოებისა)
  13. სამხედრო ტაქტიკური აღჭურვილობა, სათვალთვალო პროდუქცია (ტაქტიკური) .
  14. ამუნიცია, ტყვია წამალი, ღამის ხედვის ხელსაწყოები, სამხედრო და სამიზნეები,
  15. ბიო არომატიზატორი, მოსაწევი თუთუნის მსგავსი
  16. პნევმატური იარაღები 4.5 კალიბრზე დიდი
  17. აალებადი ნივთიერება ნებისმიერი სახის ან მისი შემცველი პროდუქცია.
  18. წნევის ქვეშ მყოფი ნებისმიერი სახის პროდუქცია
  19. ლაქის შემცველი აალებადი ნებისმიერი პროდუქცია




თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენთან გაირაოთ კონსულტაცია და დააზუსტოთ, არის თუ არა თქვენს მიერ შესაძენი ნივთი აკრძალვის კატეგორიაში